რუმინეთ-ჩეხოსლოვაკიის შეთანხმება 1921
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:00, 15 ივლისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
რუმინეთ-ჩეხოსლოვაკიის შეთანხმება 1921 – (კონვენცია თავდაცვითი კავშირის შესახებ), ხელი მოაწერეს ბუქარესტში 23.IV ორი წლის ვადით.
ასახავდა რუმინეთისა და ჩეხოსლოვაკიის სწრაფვას იმ მდგომარეობის განსამტკიცებლად, რომელიც შეიქმნა 1920 ტრიანონის სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შედეგად, რათა წინ აღსდგომოდნენ უნგრეთის მიერ ამ ხელშეკრულების გადასინჯვის მცდელობას. ისინი ითვალისწინებდნენ სამხედრო ურთიერთდახმარებას უნგრეთთან ომის შემთხვევაში და რუმინეთ-ჩეხოსლოვაკიის სამხედრო კონვენციის შექმნას. ორივე მხარე ვალდებულებას იღებდა, ომის შემთხვევაში არ დაედოთ რაიმე შეთანხმება.