ბერლინის პაქტი 1940
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:04, 15 ივლისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბერლინის პაქტი 1940 - ხელშეკრულება აგრესიული სამხედრო კავშირის შესახებ გერმანიას, იტალიასა და იაპონიას შორის; ითვალისწინებდა მსოფლიოს გადანაწილებას ამ სამ იმპერიალისტურ სახელმწიფოს შორის.
დაიდო 27 სექტემბერს. მოგვიანებით ბერლინის პაქტს შეუერთდა კიდევ რამდენიმე სახელმწიფო. II მსოფლიო ომში გერმანიის და მისი მოკავშირეების დამარცხებამ გამოიწვია ბერლინის პაქტის ლიკვიდაცია.