საბჭოთა კავშირ-გერმანიის ნოტების გაცვლა 1939

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:22, 17 ივლისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საბჭოთა კავშირ-გერმანიის ნოტების გაცვლა 1939 – შედგა 16-18 III ჰიტლერული გერმანიის მიერ ჩეხოსლოვაკიის იძულებით დაყოფასა და ოკუპაციასთან დაკავშირებით.

1938 მიუნხენის შეთანხმების შესაბამისად, ჩეხოსლოვაკიას ფაქტობრივად ძალით ჩამოშორდა მისი ტერიტორიის ნაწილი. ე.წ. სუდეტის ოლქი და სხვა რაიონები, რომლებიც გერმანიის შემადგენლობაში შევიდნენ. პოლონეთმა მოახდინა ტეშინისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების ოკუპაცია. ნოემბერში ჰორტისტულმა უნგრეთმა მიისაკუთრა სლოვაკიისა და უკრაინის ნაწილი, 1939 წლის მარტში გერმანელებმა დაიწყეს ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფოს საბოლოო ლიკვიდაცია. 16.III ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი ე. ჰასა და საგარეო საქმეთა მინისტრი თ. ხეალკოვსკი აიძულეს, ხელი მოეწერათ ჩეხოსლოვაკიის დამოუკიდებლობის ლიკვიდაციისათვის. გერმანიის მთავრობამ ამის შესახებ ნოტით აცნობა სსრკ-ის მთავრობას. საპასუხო ნოტაში საბჭოთა მთავრობამ დაგმო ფაშისტური გერმანიის მოქმედება. მასში მითითებული იყო, რომ ეს აქტი ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო სამართლის ნორმებს და ზღუდავდა აღნიშნული ქვეყნის ხალხთა ელემენტარულ უფლებას.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები