ალექსანდრე I (იმერეთის მეფე)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:35, 17 ივლისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ალექსანდრე I – იმერეთის მეფე 1387-1389 წლებში. დავით ნარინის ჩამომავალი, იმერეთის ერისთავის ბაგრატ I-ის ძე.
მამის გარდაცვალების შემდეგ (1372 წ) საქართველოს მეფე ბაგრატ V დიდმა იმერეთის ერისთავად დაადგინა. მის რეზიდენცია შორაპანი წარმოადგენდა. ბაგრატ V დიდის თემურ-ლენგისგან დატყვევების შემდეგ ალექსანდრე განუდგა მეფეს „დაიპყრა იმერეთი… იწოდა მეფედ და იკურთხა გელათს“. დასავლეთ საქართველოს ფეოდალ-ხელისუფალთა უმრავლესობა ბაგრატის მტკიცე ერთგულებას ინარჩუნებდა. ალექსანდრეს დიდი ბრძოლები დასჭირდა იმერეთის ციხეთა შემოერთებისათვის. „აღიხუნა“ კიდეც ზოგი მათგანი, მაგრამ ქუთაისში გამაგრება ვერ შეძლო. მეფე გამეფებიდან მესამე წელს გარდაიცვალა.