საკონსულო ლეგალიზაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:12, 26 ივლისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საკონსულო ლეგალიზაცია – (ლათ, legalis – კანონიერი), კონსულის პირადი ხელმოწერით და საკონსულო დაწესებულების ბეჭდით საკონსულო ოლქის ხელისუფლების მიერ დადასტურებულ დოკუმენტებზე ხელმოწერის ნამდვილობის, ასევე დოკუმენტების ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებთან შესაბამისობის დადგენა და დამოწმება. საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებულია იმ დოკუმენტების საკონსულო ლეგალიზაციაც, რომლებიც იქმნება კონსულის წარმგზავნ სახელმწიფოში და წარედგინება ადგილსამყოფელ სახელმწიფოს. საკონსულო ლეგალიზაცია ადასტურებს დოკუმენტების მართლზომიერებას საერთაშორისო ურთიერთობებში.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები