საკონსულო კორპუსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:18, 26 ივლისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საკონსულო კორპუსი – საკონსულო დაწესებულებების მეთაურები. რომლებიც იმყოფებიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს რომელიმე პუნქტში, უფრო ფართო გაგებით – მოცემულ პუნქტში უცხოეთის საკონსულო დაწესებულებების ყველა თანამდებობის პირი, ასევე მათი ოჯახის წევრები. საკონსულო კორპუსში შედიან შტატგარეშე (საპატიო) კონსულები და დიპლომატიური წარმომადგენლობის საკონსულო განყოფილებების თანამშრომლები. საკონსულო კორპუსს მეთაურობს რანგით ყველაზე მაღლა მდგომი და ეგზეკვატურის, ანუ წინასწარი ცნობის ყველაზე ადრე მიმღები საკონსულო დაწესებულების მეთაური, რომელიც ძირითადად ცერემონიალურ ფუნქციებს ასრულებს: წარმოადგენს მთელ საკონსულო კორპუსს, ახალჩამოსულ წევრებს აცნობს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თავისებურებებსა და ტრადიციებს, იცავს საკონსულო კორპუსის წევრთა უფლებებს მათი ხელყოფის შემთხვევაში. დიპლომატიური კორპუსისგან განსხვავებით, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში შეიძლება იყოს რამდენიმე საკონსულო კორპუსი (პუნქტების მიხედვით). ისევე როგორც დიპლომატიური კორპუსი, საკონსულო კორპუსიც იურიდიულ პირს არ წარმოადგენს.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები