სარაჯოღლუ შუქრუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:04, 28 ივლისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შუქრუ სარაჯოღლუ – (თურქ. Mehmet Şükrü Saracoğlu; დ. 1887 — გ. 27 დეკემბერი 1953), თურქი სახელმწიფო მოღვაწე და დიპლომატი.

1938-1942 და 1944-1946 იყო თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, 1942-1946 კი – პრემიერ-მინისტრი. მის სახელთანაა დაკავშირებული ინგლის-საფრანგეთ-თურქეთის 1939 და გერმანია-თურქეთის 1941 ხელშეკრულებების დადება. მეორე მსოფლიო ომის დროს ცდილობდა ლავირებას ფაშისტურ გერმანიასა და ანტიჰიტლერული კოალიციის სახელმწიფოებს შორის. ომის დამთავრების შემდეგ იძულებული გახდა დროებით შეეწყვიტა პოლიტიკური მოღვაწეობა, მაგრამ 1948 დაიკავა მეჯლისის (პარლამენტის) თავმჯდომარის თანამდებობა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები