ელენე (ვახტანგ I მეუღლე)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:59, 29 ივლისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ელენე – ვახტანგ I-ის (გორგასლის) მეუღლე, ბიზანტიის იმპერატორ ლეონ I-ის (457-474) ასული. წყაროს ცნობით, ვახტანგს იგი შეურთავს პირველი ცოლის, საპარსთა მეფის ასულის – ბალენდუხტის გარდაცვალების შემდეგ. ქართველი მეფის ეს ნაბიჯი, როგორც ჩანს, ბიზანტიასთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების ცდა იყო, რასაც დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა მომავალ ბრძოლაში ირანის წინააღმდეგ.