ბალენდუხტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:06, 29 ივლისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბალენდუხტი – ვახტანგ I-ს (გორგასლის) პირველი ცილი. საპარსთა მეფის ასული. წყაროს ცნობით, ვახტანგმა იგი შეირთო კავკასიის მთიანეთში ლაშქრობის შემდეგ. ქართლის მეფის დამოყვრება ირანის შაჰთან კიდევ ერთი გამოხატულება იყო იმ დიპლომატიური კურსისა, რომელსაც ადგა ვახტანგ გორგასალი თავისი მოღვაწეობის პირველ ეტაპზე, როცა იგი პირნათლად ასრულებდა ირანის მიმართ ნაკისრ ყველა ვალდებულებას, რათა ირანელთა დახმარებით სამეფო გაეძლიერებინა. ბალენდუხტ დედოფლის გარდაცვალება აჯანყებისათვის მზადების პერიოდს დაემთხვა, ამ დროს იცვლება ქართლის სამეფოს საგარეო-პოლიტიკური კურსი. ვახტანგ მეფე ეძებს ბიზანტიასთან დაახლოების გზებს. იგი ცოლად ირთავს კეისრის ასულს – ელენეს.