ბინქარანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:04, 29 ივლისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბინქარანი – მოგვთა თავი („ეპისკოპოსი ცეცხლის-მსახურთა“) მცხეთაში V ს-ის II ნახევარში. კავკასიის მთიანეთში ლაშქრობის შემდეგ ვახტანგ I გორგასალმა ელჩობა აახლა ირანის შაჰს და სამხედრო ნადავლის დიდი ნაწილი გაუგზავნა. ელჩობას ბინქარანი, მეთაურობდა. ქართლის მეფე ირანის შაჰს ცოლად სთხოვდა ასულს. შაჰმაც შეიწყნარა ვახტანგის თხოვნა და ცოლად თავისი ასული – ბალენდუხტი მიათხოევა.