ჰულაგუ-ხანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:23, 29 ივლისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰულაგუ-ხანი

ჰულაგუ-ხანი – (დ. 1217 − გ. 8 თებერვალი, 1265) ჰულაგუიანთას დინასტიისა და სახელმწიფოს დამაარსებელი (1256-დან), ჩინგიზ-ყაენის საყვარელი შვილიშვილი.

1253 სათავეში ჩაუდგა მონღოლთა ლაშქარს, რომელსაც (1251 ყურულთაის ფადგენილებით) დაეკისრა ირანისა და მიმდებარე ქვეყნების დაპყრობა. 1256 გაანადგურა ისმაილიტთა სახელმწიფო ჩრდილოეთ ირანში; დაიპყრო ირანი, 1258 აილო ქ. ბაღდადი და ბოლო მოულო აბასიანთა სახელმწიფოს.

ჰულაგუ-ხანმა თვითნებურად შექმნა მონღოლთა იმპერიის მეხუთე ულუსი, დამოუკიდებელი სახელმწიფო; ის და მისი მემკვიდრეები ატარებდნენ ილხანის, ე.ი. „ტომის ხანის“ ტიტულს (ულუსის ხანის მნიშვნელობით). ილხან-ჰულაგუიანთა სახელმწიფო (რომელიც 1294-მდე ნომინალურად იყო დამოკიდებული მონღოლთა უზენაეს ხანზე) მოიცავღა მთელ ირანს, დღევანდელ ავღანეთს, ირანის აზერბაიჯანს, ჩრდილოეთ მესოპოტამიას. ჰულაგუიანთა ვასალები იყვენენ საქართველო, შარვან-შაჰების სახელმწიფო, რუმის სასულთნო, ტრაპიზონის იმპერია, კილიკიის სომეხთა სამეფო.

საშინაო პოლიტიკაში ჰულაგუ-ხანი ხელმძღვანელობდა მონღოლერი მომთაბარე ტრადიციებითა ჩინგიზ-ყაენის იასათი. იყო შამანისტი, გამოირჩეოდა რჯელშემწყნარებლობით. ეწეოდა ფართო სამშენებლო საქმიანობას. 1259 მისი ბრძანებით აშენდა მარაღის (აზერბაიჯანში) ცნობილი ობსერვატორია, რომელსაც ხელმძღვანელობდა გამოჩენილი მათემატიკოსი და ასტრონომი ნასირ ალ-დინ ტუსი. ობსერეატორიის პირეელ თანამშრომელთა შოროს იყო თბილისელი მუსლიმი მეცნიერი ფაპრ ალ-დინ იხლათი. საგარეო

პოლიტიკაში ჰულაგუ-ხანის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო სირიის დაპყრობა. ეგვიპტის მამლუქებთან დაპირისპირებაში ის იყენებდა ქართველ და სომეხ ფეოდალებს. კავშირი ჰქონდა ჯვაროსნებთან. 1260 სირიაში ლაშქრობის დროს დაიკავა ჰალაბი და დამასკი, მაგრამ დამარცხდა აინ ჯალუთთან მამლუქებთან ბრძოლაში. ამიერკავკასიაში ბატონობისასთვის უპირისპირდებოდა ოქროს ურდოს (რომელსაც, თავის, მხრივ კავშირი ჰქონდა ეგვიპტესთან), ამ დაპირისპირებამ მძიმე შედეგი მოუტანა საქართველოს. მონღოლთა ბატონობის დამძიმებამ, აუტანელმა გადასახადებმა და სალაშქრო ბეგარამ ჰულაგუ-ხანის დროს განაპირობა ორი ანტიმონღოლური აჯანყება საქართველოში (1259 დავით ულუსი), რომელიც მონლოლებთან მეფის შერიგებით დასრულდა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები