ჰალი კორდელ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:20, 1 აგვისტო 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კორდელ ჰალი – (ინგლ. Cordell Hull, დ. 2 ოქტომბერი, 1871, ტენესი − გ. 23 ივლისი, 1955, ვაშინგტონი), აშშ-ის პოლიტიკური მოღვაწე და დიპლომატი.

წარმომადგენელთა პალატის წევრი – 1907-21 და 1923-31; სენატორი – 931-33; სახელმწიფო მდივანი – 1933-34; აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელი ლონდონის ეკონომიკურ კონფერენციაზე – 1933; ამერიკათაშორის კონფერენციებზე მონტევიდეოში – 1933; ბუენოს-აირესში – 1936 და ლიმაში – 1938; მონაწილეობდა „აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის წარმოებაში ურთიერთდახმარებისას გამოყენებული პრინციპების შესახებ“ საბჭოთა კავშირ-ამერიკის შეთანხმების (1942)) შემუშავებაში, ასევე მოსკოვის კონფერენციის 1943 მუშაობაში. 1944 თანამდებობიდან გადადგა.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები