ჟენევის კონვენციები საზღვაო სამართლის შესახებ 1958

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:55, 7 აგვისტო 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჟენევის კონვენციები საზღვაო სამართლის შესახებ 1958 – ხელი მოეწერა 29. IV გაეროს საზღვაო სამართლის პირველი კონფერენციის მუშაობის შედეგად. კონვენციებმა შეაჯამა საზღვაო სამართლის, როგორც უპირატესად ჩვეულებითი სამართლის, მრავალსაუკუნოვანი ისტორია და განამტკიცა ტერიტორიული წყლების, კონტინენტური შელფისა და ღია ზღვის საერთაშორისო სამართლებრივი რეჟიმების საფუძვლები, საერთაშორისო ნაოსნობისა და თევზჭერის პრინციპები.

სარჩევი

კონვენცია ტერიტორიული ზღვის და მომიჯნავე ზონის შესახებ

(ძალაში შევიდა 10.IX.1964). განამტკიცებს სანაპირო სახელმწიფოთა სუვერენიტეტს ტერიტორიულ წყლებზე, მათ წიაღზე და მათ თავზე მდებარე საჰაერო სივრცეზე, აფიქსირებს და განსაზღვრავს ტერიტორიულ წყლებში მშვიდობიანი გავლის უფლებასა და პირობებს, შეიცავს დებულებებს სისხლის-სამართლებრივი და სამოქალაქო იურისდიქციის შესახებ ტერიტორიულ წყლებში. კონვენცია ითვალისწინებს სანაპირო სახელმწიფოს უფლებას, მომიჯნავე ზონაში განახორციელოს საბაჟო, ფისკალური, იმიგრაციული და სანიტარიული წესების დარღვევის დაუშვებლობისათვის აუცილებელი კონტროლი.

კონვენცია ღია ზღვის შესახებ

(ძალაში შევიდა 30.IX 1962) ღია ზღვას განსაზღვრავს როგორც ზღვის ნაწილს, რომელიც არ შედის არცერთი სახელმწიფოს არც ტერიტორიულ და არც შიდა წყლებში და თავისუფალია ყველა ქვეყნის გემების ნაოსნობისათვის. ყველა სახელმწიფო უფლებამოსილია, თავისუფლად აწარმოოს ნაოსნობა, თევზჭერა და სხვა. საზღვაო სარეწებში გაიყვანოს წყალქვეშა მილები, გამოიყენოს მის თავზე მდებარე საჰაერო სივრცე. არც ერთ სახელმწიფოს უფლება არა აქეს, მოაქციოს ღია ზღვა ან მისი რომელიმე ნაწილი თავისი სუვერენიტეტის ქვეშ. კონვენცია განამტკიცებს იმ სახელმწიფოთა ღია ზღვით სარგებლობის უფლებასაც, რომელთაც არა აქვთ ზღვაზე გასასვლელი, ასევე სამხედრო გემებისა და ხომალდების იმუნიტეტს, რომლებიც სახელმწიფო არაკომერციულ სამსახურში იმყოფებიან, შეიცავს აგრეთვე დებულებებს მეკობრეობის, ზღვის გარემოს დაცვისა და შენარჩუნების, ასევე სხვა პრობლემების შესახებ.

კონვენცია, კონტინენტური შელფის შესახებ

(ძალაში შევიდა 10.VI.04) განამტკიცებს სანაპირო სახელმწიფოს უფლებას შელფის რესურსების მოპოვებასა და გადამუშავებაზე და განსაზღვრავს, რომ კონტინენტური შელფის გამოყენების რეჟიმი არ უნდა ლახავდეს ფსკერის თავზე მდებარე წყლების ღია ზღვის და მათ თავზე არსებული საჰაერო სივრცის სტატუსს.

კონვენცია, თევზჭერისა და ღია ზღვის ცოცხალი რესურსების დაცვის შესახებ

ითვალისწინებს ყოველი სახელმწიფოს უფლებას, მისმა მოქალაქემ აწარმოოს თევზჭერა ღია ზღვაში, კონვენცია სანაპირო სახელმწიფოს ანიჭებს ცალმხრივი ზომების მიღების უფლებას ღია ზღვაში და მიმდებარე ტერიტორიულ წყლებში არსებული ცოცხალი რესურსების დაცვის მიზნით, თუმცა ეს ზომები მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეფუძნება შესაბამის მეცნიერულ დასკვნებს.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები