სეტლმენტი
სეტლმენტი – (ინგლ. settlement), წარსულში სუსტად განვითარებულ სახელმწიფოთა ქალაქებსა და სხვა ადგილებში არსებული რაიონები, რომლებიც სპეციალერი მოლაპარაკებებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებათა საფუძველზე გადაეცემოდათ არენდით უცხოელებს საცხოვრებლად და სასმრეწველო-სავაჭრთ საქმიანობის საწარმოებლად, რომლებიც სარგებლობდნენ ექსტერიტორიულობით.
სეტლმენტები წარმოიშეა ჩინეთში XIX ს-ის 40-იან წლებში I „ოპიუმის ომის” (1840-42) შემდეგ. სარგებლობდა ექსტერიტორიულობითა და თვითმმართველობის უფლებით და ამიტომ მას იცავდა შესაბამისი (ინგლისი, საფრანგეთი და აშშ) უცხო სახელმწიფოს შეიარაღებული ძალები. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის უმრავლესობას ჩინელები შეადგენდნენ, ჩინეთის იურისდიქცია ამ ტერიტორიაზე, უმნიშვნელო გამონაკლისის გარდა, არ ვრცელდებოდა. სეტლმენტები გაუქმდა ჩინეთში 1949-დან.