სიმაქია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:28, 9 აგვისტო 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სიმაქია – (ბერძ. symmachia <ერთად და machomai ვიბრძვი, (სამხედრო კავშირი), ბერძნულ პოლისებს შორის დადებული სამოკავშირეო ხელშეკრულება. ითვალისწინებდა საერთო მტრის წინააღმდეგ ძალების გაერთიანებას. სიმაქიას ინიციატორებად ძირითადად ძლიერი ქალაქები გვევლინებოდნენ. კავშირის წევრობა სუსტ პოლისს ხშირად დამოუკიდებლობას აკარგვინებდა. ჰეგემონი პოლისი მას აიძულებდა, მიეღო და შეესრულებინა კავშირის პირობები. ანტიკური სამყარო იცნობს სიმაქიადან გასული პოლისის უკან დაბრუნებისა და დასჯის მრავალ ფაქტს. ცნობილია ძლიერი სიმაქიები: პელოპონესის კავშირი სპარტას მეთაურობით, ატიკა-დელოსის საზღვაო კავშირი ათენის მეთაურობით.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები