სურიცი იაკობ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:22, 12 აგვისტო 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
იაკობ სურიცი – (რუს. Яков Захарович Суриц დ. 1882 – გ. 1952), საბჭოთა დიპლომატი.
დიპლომატიურ სამსახურში იყო 1918-დან.
1918-19 – რსფსრ-ის წარმომადგენელი დანიაში;
1919-21 – რსფსრ-ის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ავღანეთიში;
1921-22 – საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის რწმუნებული თურქესტანსა და შუა აზიაში;
1922-23– საბჭოთა წარმომადგენელი ნორვეგიაში;
1923-34 – სსრკ-ის სრულუფლებიანი წარმომადგენელი თურქეთში;
1934-37 – სსრკ-ის სრულუფლებიანი წარმომადგენელი გერმანიაში;
1937-40 – სსრკ-ის სრულუფლებიანი წარმომადგენელი საფრანგეთში.
1940-45 – პასუხსაგებ სამუშაოზეა სსრკ-ის საგარეო საქმეთა სახალხო აპარატში;
1945-47 – სსრკ-ის ელჩი ბრაზილიაში;
1948-დან გავიდა თადარიგში.