ტეშენის ხელშეკრულება 1779
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:02, 14 აგვისტო 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ტეშენის ხელშეკრულება 1779 – (ავსტრიასა და პრუსიას შორის), საზავო ხელშეკრულება და სხვა ხელშეკრულებები, რომელიც დაიდო გერმანელ სახელმწიფოებს შორის ბავარიის მემკვიდრეობის გაყოფასთან დაკავშირებით. ხელი მოაწერეს 13.V. ტეშენში (სილეზია, ახლანდ,. ჩესკი-ტეშენი, ჩეხეთი).
ხელშეკრულება პრუსიასა და ავსტრიას შორის აცხადებდა მშვიდობას და განსაზღვრავდა ურთიერთობას მათ და გერმანიის სამთავროებს შორის. მხარეებმა დაადასტურეს 1648 ვესტფალიის ზავი და პრუსიასა და ავსტრიას შორის 1648 შედეგად დადებული ყველა ტრაქტატი.