უოტერგეიტის სკანდალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
19:12, 20 აგვისტო 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უოტერგეიტის სკანდალი – (ინგლ. The Watergate scandal), პოლიტისური სკანდალი, რომელსაც ადგილი ჰქონდა აშშ-ში 1973-74.

„უოტერგეიტის სკანდალს” დასაბამი მისცა პოლიციის მიერ 17.II.1972 ბოროტმოქმედთა დაკავებამ, რომლებიც შესულნი იყვნენ აშშ-ის დემოკრატიული პარტიის შტაბ-ბინაში. იგი მდებარეობდა ქ. ვაშინგტონში, ადმინისტრაციულ-საცხოვრებულ კომპლექსში სახელწოდებით უოტერგეიტი. გამოძიების პროცესში დადგინდა, რომ დაკავებული პირები შედიოდნენ თეთრი სახლის მიერ შექმსილ ჯგუფში, რომელიც ახორციელებდა საიდუმლო ოპერაციებს დემოკრატიული პარტიის – მოსალოდნელ საპრეზიდენტო არჩეენებში პრეზიდესტ რ. ნიქსონის კონკურენტების წინააღმდეგ. ნიქსონის ცდები, მიეჩქმალა უოტერგეიტის საქმე, ამაო აღმოჩნდა. სასამართლო პროცესზე, რომელიც რამდენიმე თვეს გაგრძელდა, გამოაშკარავდა თეთრი სასლის ისეთი უკანონო საქმეები, როგორიც იყო გამოძიების ფედერალური ბიუროსა და დაზვერვის ცესტრალური სამმართველოების, აგრეთვე სზვა საიდუმლო სამხასურების გამოყენება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლაში, პოლიტიკური შპიონაჟის გამოყენება, არჩევნებისთვის გამოყოფილი ფულადი სახსრების მითვისება და ა.შ. გაირკვა, როშ მრავალი უკანონო ქმედების ინიციატორი თვით პრეზიდენტი ნიქსოსი იყო, აშშ-ის მმართველმა წრეებმა ყველაფერი იღოინეს, რათა შეერბილებინათ „უოტერგეიტის საქმის“ ნეგატიური გავლენა აშშ-ის პოლიტიკურ ცხოვრებასა და საზოგადოებრივ აზრზე. 1974-75 პრეზიდენტის უახლოესი თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ სკანდალში, გაასამართლეს და სხვადასხვა ვადით ჩასვეს ციხეში. 1974 წლის 9 აგვისტოს იმპიჩმენტის შიშით ნიქსონი გადადგა პრეზიდენტის თანამდებობიდან. 1974 წლის 8 სექტემბერს, პრეზიდენტ ჯ. ფორდის ბრძანებულებით, ნიქსონს აპატიეს დანაშაული.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები