შამქორის ზავი 1401
შამქორის ზავი 1401 – დაიდო 1401 წლის სექტემბერს, საქართველოს მეფე გიორგი VII და თემურლენგს შორის.
ქ. ბაღდადის აღების (1400 შემდეგ, შამქორში დაბანაკებულმა თემურ-ლენგმა საქართეელოს მეფე გიორგი VII-ს მოციქული გამოუგზაენა და საეერის, ხარაჯას, ჯიზიასა და ბაჟის გადახდა მოსთხოვა. გიორგი VII-მ თუმურლენგის მოციქულს თან თავისი დესპანები გააყოლა. ქართულ ელჩობას სათავეში მეფის ძმა კონსტანტინე ბატონიშვილი (შემდგომში საქართველოს მეფე კონსტანტინე I (1407-12) ედგა. მან მდიდრულ საჩუქრებთან ერთად თემურ-ლენგს გიორგი VII-ის სიგელი გადასცა. მოლაპარაკების შემდეგ, 1401 წლის სექტემბერში მხარეები ზავის შემდეგ პირობებზე შეთანსმდნენ:
1) საქართველო ყოველწლიურად გადაუსდიდა ხარკს თემურლენგს;
2) საქართველო პირველი მოთხოვნისთანავე დადგენილი რაოდენობის ჯარს გამოიყვანდა;
3) საქართეელო არ ჩაკეტავდა სამიმოსვლო გზებს;
4) ქართველები თავიანთ ქეეყანსაში მუსლიმებს არ შეავიწროვებდნენ;
5) ქართევლები ქრისტიანული რელიგიის ადა-წყსებს მუსლიმურ ქვეყნებში აშკარად არ შეასრულებდნენ;
6) სანაცელოდ, თემურ-ლენგმა საქართველოს ხელშეუხებლობა და უსაფრთხოება აღუთქვა.
შამქორის ზავი 1402 თვითონ თემურ-ლენგმა დაარღვია.