შეელი ვალტერ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:07, 11 სექტემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ვალტერ შეელი (გერმ. Walter Scheel; დ. 8 ივლისი 1919 — გ. 24 აგვისტო, 2016), გფრ-ის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი.
1968-74 – გერმანიის თავისუფალ დემოკრატთა პარტიის თავმჯდომარე;
1974-დან – საპატიო თავმჯდომარე.
1961-66 – ეკონომიკური თანამშრომლობის საქმეთა მინისტრი;
1969-74 – ვიცე-კანცლერი და საგარეო საქმეთა მინისტრი;
1974-79 – გფრ-ის ფედერალური პრეზიდენტი;
1953-74 – ბუნდესტაგის დეპუტატი;
(1967-69 – ვიცე-პრეზიდენტი). უშუალოდ მონაწილეობდა სსრკ–გფრ-ის 1970 ხელშეკრულების, პოლონეთ-გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ხელშეკრულების 1970, გდრ-გფრ-ის ურთიერთობათა საფუძვლების შესახებ 1972 ხელშეკრულების, ჩეხოსლოვაკია – გფრ-ის 1973 ხელშეკრულების შემუშავებაში.