ვაგრამის ბრძოლა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:38, 12 სექტემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ვაგრამის ბრძოლა - ერთ-ერთი გადამწყვეტი ბრძოლა ავსტრიაში, სოფელ ვაგრამთან, ვენის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სადაც 1809 წელს, ავსტრია-საფრანგეთის ომის დროს, 5-6 ივლისს, ნაპოლეონ I-ის არმიამ (170 ათ. კაცი) დაამარცხა ავსტრიის ჯარები (110 ათ. კაცი). ამ დამარცხების შემდეგ ავსტრია იძულებული გახდა ზავი ეთხოვა. ორივე მხარემ 25-25 ათ. კაცი დაკარგა. 1809 წლის 14 ივლისს დაიდო შენბრუნის ზავი.