შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია - შსო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:32, 16 სექტემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (შსო) - (International Labour Organization - ILO) - შეიქმნა 1919 წელს მოსახლეობის შრომის პირობებისა და სოციალური დაცვის მიზნით ვერსალის ხელშეკრულების საფუძველზე. 1946 წლიდან გაეროს სპეციალიზებული დაწესებულებაა, რომელშიც წარმოდგენილი არიან როგორც წევრი მთავრობები, ისე პროფკავშირები და მეწარმეთა ორგანიზაციები. შსო-ს შემუშავებული აქვს შრომის ბაზრის ანალიზისა და პროგნოზირების მაჩვენებელთა სისტემა, ინდიკატორები და კრიტერიუმები. მისი შტაბ-ბინა ჟენევაშია. იკვლევს სამუშაო ძალის მიწოდების, მომზადების და გამოყენების, შიდა და ქვეყანათაშორისი მიგრაციული ნაკადების პრობლემებს. მისი მთავარი ამოცანაა მსოფლიო წარმოების ზრდაზე ზემოქმედება, ცხოვრების დონის ამაღლება შრომითი რესურსების რაციონალურად გამოყენების გზით.