ჩინეთ-მონღოლეთის ხელშეკრულებები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:39, 20 სექტემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩინეთ-მონღოლეთის ხელშეკრულებები

1960 ხელშეკრულება მეგობრობისა და ურთიერთდახმარების შესახებ

ხელმოწერილ იქნა 31 მაისს ულან-ბატორში. ძალაში შევიდა 12 ოქტომბრიდან. ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ერთმანეთთან შეათანხმებენ იმ მნიშვნელოვან საერთაშორისო საკითხებს, რომლებიც მათ საერთო ინტერესებს ეხება. მხარეები იღებენ ვალდებულებას, განამტკიცონ და განავითარონ ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობა. ხელშეკრულება ძალაში რჩება, ვიდრე მისი შეცვლისა ან დენონსაციის შესახებ არ იქნება მხარეთა ერთობლივი თანხმობა.

1962 ხელშეკრულება საზღვრის შესახებ

ხელმოწერილ იქნა 26 დეკემბერს პეკინში. მასში მოცემულია ჩინეთ-მონღოლეთის სასაზღვრო ხაზის აღწერილობა, დადგენილია სასაზღვრო მდინარეების მიხედვით საზღვრის გავლების პრინციპი. ხელშეკრულება ითვალისწინებს ასეთი მდინარეების წყლებით, წყაროებითა და ჭებით, აგრეთვე საზღვარზე გამავალი გზებით ერთობლივ სარგებლობას. ხელშეკრულების თანახმად, უნდა შეიქმნას საზღვრის დემარკაციის ერთობლივი, ჩინურ-მონღოლური კომისია, უნდა განხორციელდეს მთლიანი სასაზღვრო ხაზის დემარკაცია და სასაზღვრო ნიშნების დასმა. გაუქმდა საზღვრის შესახებ არსებული მანამდე შედგენილი დოკუმენტები და რუკები. 1962 ხელშეკრულების შესაბამისად, 1964 წლის 30 ივნისს ულან-ბატორში ხელმოწერილ იქნა ოქმი ჩინეთსა და მონღოლეთს შორის საზღვრის შესახებ.



წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები