ცხოვრება მეფეთ მეფისა თამარისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
19:38, 21 სექტემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ცხოვრება მეფეთ მეფისა თამარისი“ – (სათაური პირობითია), საქართველოს მეფის, თამარის ე.წ. მეორე ისტორიკოსის თხზულება (XIII ს.), რომელშიც აღწერილია XI ს. 80-იანი წწ. – XIII ს. 1 ათეულის საქართველოს ისტორია, შესულია „ქართლის ცხოვრების“' კრებულში ძეგლის ავტორის ვინაობა უცნობია (ავტორად ვარაუდობენ თხზულების ტექსტში მოხსენიებულ ბასილი ეზოსმოძღვარს). იგი დახელოვნებული მწერალია, მოგვითხრობს მხატვრული ენით. თამარის პირველი ისტორიკოსისაგან განსხვავებით, ნაკლებ ყურადღებას აქცევს სამხედრო და პოლიტიკურ მოვლენებს, უფრო მეტად სამეფო კარის შინაური ცხოვრება აინტერესებს. მიუხედავად ამისა, „ცხოვრება მეფეთ მეფისა თამარისი“ ავსებს თამარის პირველი ისტორიკოსის თხზულების („ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“) ცნობებს და საინტერესო წყაროს წარმოადგენს თამარ მეფის საგარეო პოლიტიკის შესასწავლად.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები