მაკ-მაჰონის ხაზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:23, 24 სექტემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაკ-მაჰონის ხაზი

მაკ-მაჰონის ხაზი – ტიბეტ-ბრიტანეთის ინდოეთის საზღვრის აღმოსავლეთი უბნის ხაზი ჰიმალაის მთების გასწვრივ, დასავლეთით პუტანსა და აღმოსავლეთით ბირმას შორის, რომელიც 1914 სიმლის (ინდოეთი) კონფერენციაზე წამოაყენა დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა გ. მაკ-მაჰონმა.

1911-12 ჩინეთის რევოლუციის დროს ტიბეტელ ფეოდალთა დაჯგუფებამ XIII დალაი–ლამას მეთაურობით: ტიბეტის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. საპასუხოდ ჩინეთმა ტიბეტში თავისი ჯარები გაგზავნა. დიდი ბრიტანეთის წინადადებით 1913 სიმლაში მოიწვიეს კონფერენცია დიდი ბრიტანეთის, ჩინეთის ცენტრალური მთავრობისა და ტიბეტის წარმომადგენელთა მონაწილეობით. კონფერენციაზე განიხილებოდა ტიბეტის საერთაშორისო-სამართლებრივი სტატუსი, აგრეთვე ჩინეთთან და ბრიტანეთის ინდოეთთან ტიბეტის საზღვრების საკითხი. 1914 წლის მარტში მაკმაჰონმა ტიბეტის ფეოდალთა წარმომადგენელთან ლონჩენ შატრასთან გაცვალა საიდუმლო წერილები და რუკები, რომლებიც აფიქსირებდნენ ტიბეტ-ბრიტანეთის ინდოეთის საზღვრის აღმოსავლეთი უბნის ხაზს. ეს ხაზი, რომელსაც „მაკ-მაჰონის ხაზი“ ეწოდა, გადაიტანეს იმ რუკებზე, რომლებიც დაერთო ინგლისელების მიერ წამოყენებული სამმხრივი კონვენციის (სიმლის კონვენცია 1914) პროექტს.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები