მალინოვსკი ვასილ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:20, 24 სექტემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ვასილ მალინოვსკი – (რუს. Василий Малиновский, 1765-1814), რესი დიპლომატი, მეცნიერი და პუბლიცისტი.
1781-დან მსახურობდა საგარეო საქმეთა კოლეგიის მოსკოვის არქივში, 1789 მიავლინეს დიდ ბრიტანეთში რუსეთის დიპლომატიური მისიის თარჯიმნად. 1791 მონაწილეობდა იასის სამშვიდობო ხელშეკრულების მომზადებაში. 1800-02 იყო გენერალური კონსული იასიში. ბატონყმობის გაუქმების ერთ-ერთი პირველი პროექტის (1802) ავტორი. 1811-დან ცარსკოე-სელოს ლიცეუმის დირექტორი. მალინოვსკი როგორც ომების აშკარა მოწინააღმდეგე, მოითხოვდა საერთოევროპული საბჭოს შექმნას მოკავშირე ხალხების წარმომადგენლებისაგან. რომლის ამოცანა იქნებოდა საყოველთაო უშიშროების დაცვა და საერთაშორისო კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება.