მსოფლიო ოკეანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:57, 25 სექტემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მსოფლიო ოკეანე – (საერთაშორისო-სამართლებრივი ასპექტები), დედამიწის წყლის უწყვეტი გარსი. რომელიც გარშემორტყმულია ყველა კონტინენტსა და კუნძულზე. XX საუკუნის მეორე ნახევარში მსოფლიო ოკეანის გამოყენება ერთ-ერთ გლობალურ პრობლემად იქცა. მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის შედეგად მსოფლიო ოკეანისა და რესურსების ათვისების ახალი შესაძლებლობების წარმოშობამ, მისმა განსაკუთრებულმა როლმა საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროების უზრუნველყოფაში, სატრანსპორტო კომუნიკაციების განვითარების აუცილებლობამ, ეკოლოგიური პრობლემების გამძაფრებამ განაპირობა მსოფლიო ოკეანის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხების საერთაშორისო-სამართლებრივი რეგულირების აუცილებლობა ყოვლისმომცველი მრავალმხრივი შეთანხმების ფარგლებში. მსოფლიო ოკეანის სამართლებრივი რეჟიმი განმტკიცებული 1982 კონვენციაში. წარმოადგენს საზღვაო სივრცისა და მისი რესურსების გამოყენების და დაცვის სფეროში სახელმწიფოთა უფლებებისა და საქმიანობის რეგულირების ერთიან სისტემას. კონვენცია ითვალისწინებს ზღვის ფსკერის საკითხებზე საერთაშორისო ორგანოს შექმნას, რომელიც ისარგებლებს განსაკუთრებული უფლებამოსილებით კონტინენტური შელფის ფარგლებს გარეთ არსებული ზღვის ფსკერის რესურსების მოპოვების სფეროში. კონვენციის დებულებების პრაქტიკული განხორციელებისათვის მუშაობს მოსამზადებელი კომისია. საერთაშორისო საზღვაო სამართლის განვითარებისა და მსოფლიო ოკეანის გამოყენების სფეროში სახელმწიფოთა თანამშრომლობაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას, რომელიც შეიქმნა 1958, ასევე ჯერ კიდევ 1897 შექმნილ საერთაშორისო საზღვაო კომიტეტს, რომლის მიზანია საზღვაო სამართლის უნიფიკაცია საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დადების გზით.


იხილე აგრეთვე

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები