ნიკოლსონი ჰაროლდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:44, 26 სექტემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰაროლდ ნიკოლსონი

ჰაროლდ ნიკოლსონი, (ჯორჯ) – (1886- 1968), დიდი ბრიტანეთის დიპლომატი და ისტორიკოსი.

დიპლომატიურ სამსახურში იმყოფებოდა 1909-დან. მუშაობდა ბრიტანეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ესპანეთში (1910-11), თურქეთში (1911-14). ირანში (1925-27). გერმანიაში (1927-29); 1914-19 და 1920-25– დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში; მონაწილეობდა პარიზის საზავო კონფერენციის საქმიანობაში 1919-20, მუშაობდა ერთა ლიგაში; 1935-45 – თემთა პალატის წევრი; 1940-41 – საინფორმაციო სამინისტროს საპარლამენტო მდივანი, 1941-46 – რადიო-საინფორმაციო კორპორაცია ბი-ბი-სი-ს მმართველთა საბჭოს წევრი. ავტორია ნაშრომებისა დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ისტორიის მრავალ საკითხზე.




წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები