ოლივის საზავო ხელშეკრულება 1660

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:36, 26 სექტემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოლივის საზავო ხელშეკრულება 1660 – ხელი მოაწერეს ოლივის მონასტერში დანციგთან (გდანსკი) ახლოს. დაიდო, ერთი მხრივ, შვედეთსა და, მეორე მეორე, რეჩ-პოსპოლიტას, ავსტრიასა და ბრანდენბურგ-პრუსიის სახელმწიფოს შორის, საფრანგეთის შუამდგომლობით, რომელმაც ხელშეკრულებას ხელი მოაწერა როგორც გარანტმა. დაასრულა 1655-60 ჩრდილოეთის ომი.

ხელშეკრულებით პოლონეთის მეფე იან II კაზიმირი უარს ამბობდა შვედეთის სამეფო ტახტის მემკვიდრეობაზე. შვედეთმა დაიმკვიდრა ესტლანდია კუნძულ ეზელით და თითქმის მთელი ლიფლანდია, მას დაუბრუნდა პომერანიაში სამფლობელოები, უქმდებოდა აღმოსავლეთ პრუსიის ვასალური დამოკიდებულება პოლონეთზე, რომელიც გამტკიცებული იყო ველიავსკო-ბიდგოშის ხელშეკრულებით 1657.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები