ომირა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:00, 26 სექტემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ომირა – დიდი დესპანის ან მოციქულის აღმნიშვნელი დიპლომატიური ტერმინი, პირი, რომელიც მეფის მიერ დიპლომატიური მისიით ხანგრძლივი ვადით იგზავნება სხვა სახელმწიფოში. „საქმესა რასამე ზედა“ წარვლენილი „ომირა – დიდი დესპანი“ ამ ქვეყანაში დიდი პერიოდით მყოფი მოციქულია, რომლის შესახებ სულხან-საბა ორბელიანი ამბობს: „ომირა არს დესპანი ხანგრძლივად მყოფი“, მისივე სიტყვებით, ელჩს „დესპანი და ომირა ჰქვიან“. არსებობს მოსაზრება, რომ ეგვიპტე-პალესტინაში არსებობდა ქართველთა მუდმივი დიპლომატიური წარმომადგენლობა, რომლის მთავარ დესპანს ომირა ერქვა.


ლიტერატურა

  • სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული, ობ. 1991;
  • ტუხაშვილი ლ. ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიისადა, წგ. I, იბ., 1994.

წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები