პანინი ნიკიტა ივანეს ძე
ნიკიტა ივანეს ძე პანინი – (1718-83), გრაფი, რუსი სახელმწიფო მოღვაწე და დიპლომატი.
1747-48 – დესპანი დანიაში,
1748-59 – დესპანი შვედეთში. თავიდან აიცილა დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა შვედეთთან.
1758 ხელი მოაწერა რუსეთ-შვედეთის დეკლარაციას, რომლის თანახმად ორივე მხარე კისრულობდა დაეცვა სავაჭრო ნაოსნობა ბალტიის ზღვაზე და ხელი შეეშალა იქ ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ყოფნისათვის. ეკატერინე II-ის გამეფების შემდეგ გახდა მისი ერთ-ერთი თანამოაზრე.
1763-81 მეთაურობდა საგარეო საქმეთა კოლეგიას. წამოაყენა ე.წ. „ჩრდილოეთის სისტემის“ შექმნის პროექტი. 1764 ხელი მოაწერა პეტერბურგის სამოკავშირეო ხელშეკრულებას პრუსიასთან, 1765 შეიმუშავა და ხელი მოაწერა დანიასთან ხელშეკრულებას, ხოლო 1766 – დიდ ბრიტანეთთან სავაჭრო ხელშეკრულებას.
1781 გადადგა.