პოლ-ბონკური ჟოზეფ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:41, 29 სექტემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჟოზეფ პოლ-ბონკური – (ფრანგ. Augustin Alfred Joseph Paul-Boncour; დ. 4 აგვისტო 1873 — გ. 28 მარტი 1972), ფრანგი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე.
- 1898-1902 და 1906-09 იყო საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის კანცელარიის უფროსი;
- 1909-14 და 1919-31 – დეპუტატთა პალატის წევრი;
- 1911 – შრომის მინისტრი;
- 1924-26 – ერთა ლიგაში საფრანგეთის დელეგაციის წევრი;
- 1931-40 – სენატორი;
- 1932 – სამხედრო მინისტრი;
- 1932-33 – პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი;
- 1933-34 – საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი;
- 1932-36 – საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენელი ერთა ლიგაში;
- 1932-34 მონაწილეობდა განიარაღების საყოველთაო კონფერენციის მუშაობაში;
- 1936 – სახელმწიფო მინისტრი ერთა ლიგის საქმეებში;
- 1938 – საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ემხრობოდა საბჭოთა კავშირთან დაახლოებას. იყო 1938 მიუნხენის შეთანხმების წინააღმდეგი;
- 1944 – საკონსულტაციო ასამბლეის წევრი (ალჟირში);
- 1945 სან-ფრანცისკოს კონფერენციაზე იყო საფრანგეთის წარმომადგენელი.