პოჟარევაცის საზავო ხელშეკრულებები 1718

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:23, 30 სექტემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პოჟარევაცის საზავო ხელშეკრულებები 1718 – ხელი მოაწერეს სამშვიდობო კონგრესის შედეგად, რომელიც მიმდინარეობდა ქალაქ პოჟარევაცის (ყოფილი პასაროვიცი, სერბეთი), ავსტრიის, თურქეთის, ვენეციის, ნიდერლანდის და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელთა მონაწილეობით. დაასრულა ავსტრიისა და ვენეციის ომი ოსმალეთის იმპერიასთან.

ავსტრია-თურქეთის საზავო ხელშეკრულება

ავსტრია-თურქეთის საზავო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს 21. VII, ითვალისწინებდა ავსტრიისათვის ე.წ. მცირე ვლახეთის, ბანატის, სერბეთის მნიშვნელოვანი ნაწილის (ბელგრადთან ერთად) და ჩრდილოეთ ბოსნიის გადაცემას, გარანტიებს კათოლიკური სამღვდელოებისათვის ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე, ქრისტიანული სალოცავების დაცვას პალესტინაში, ტყვეთა გაცვლას და ა.შ. შემდგომში ხელშეკრულებებით დადგენილი საზღვრები შეიცვალა ბელგრადის საზავო ხელშეკრულებებით, 1739. 27.VII მხარეებმა დადეს ავსტრია-თურქეთის სავაჭრო ხელშეკრულება, რომელიც ავსტრიელ ქვეშევრდომებს, მათ, მიერ 3%-იანი ბაჟის გადახდის შემთხვევაში, ანიჭებდა თავისუფალი ვაჭრობის უფლებას ოსმალთა იმპერიის მთელ ტერიტორიაზე. ავსტრიას უფლებას აძლევდა, დაენიშნა თურქეთის ქალაქებში, პორტებსა და სავაჭრო პუნქტებში თავისი კონსულები ისეთივე უფლებებითა და პრივილეგიებით, რომლებითაც სარგებლობდნენ საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის კონსულები.

თურქეთ-ვენეციის საზავო ხელშეკრულება

თურქეთ-ვენეციის საზავო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს 21. VII. ვენეციას შეინარჩუნა მთელი რიგი უმნიშვნელო სანაპირო პუნქტები ალბანეთსა და დალმაციაში, ასევე კუნძულები კირიგო და კირიგოტო. ხელშეკრულება იმოწმებდა პრინციპს uli possidcus, რაც ნიშნავდა ვენეციის მიერ მორეისა და კარლოვაცის საზავო ხელშეკრულებების 1699 თანახმად მიღებული კუნძულების დაკარგვის მდუმარე აღიარებას. ამის სანაცვლოდ პორტამ შეამცირა ბაჟები ვენეციურ საქონელზე 5-დან 3%-მდე, რაც ვენეციას ყოველწლიურად აძლევდა 300-დან 400 ათას გულდენამდე შემოსავალს. კონგრესზე მიიღეს ასევე ავსტრია-ვენეციის დეკლარაცია. ის ადასტურებდა 1684 დადებულ ავსტრიის, ვენეციისა და რეჩ პოსპოლიტას კავშირს, რომელიც ითვალისწინებდა თურქეთის თავდასხმისაგან ერთობლივ თავდაცვას.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები