რაპაცკი ადამ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:37, 30 სექტემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ადამ რაპაცკი – (პოლ. Adam Rapacki, 24 დეკემბერი 1909, ლვოვი, — 10 ოქტომბერი 1970, ვარშავა), სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის დიპლომატი.
1947-50 – ნაოსნობის მინისტრი,
1950-56 – უმაღლესი განათლების მინისტრი,
1956-68 – საგარეო საქმეთა მინისტრი.
ავტორია უატომო ზონების შექმნის გეგმისა ცენტრალურ ევროპაში.