რუმიანცევი ალექსანდრე
ალექსანდრე რუმიანცევი – (რუს. Алекса́ндр Ива́нович Румя́нцев, 1680-1745), რუსი სამხედრო მოღვაწე, დიპლომატი.
1712 წარგზავნილ იქნა თურქეთის სულთანთან თურქეთის სამშვიდობო მოლაპარაკების რატიფიცირებისათვის. 1717 ვენაში რუსეთის ელჩ ვესელოვსკისა და ტოლსტოისთან ერთად მონაწილეობა მიიღო იმპერატორ კარლ IV-თან მოლაპარაკებაში, შემდეგ – მეფისწულ ალექსისთან (ნეაპოლში), მისი რუსეთში დაბრუნების შესახებ. ამ დავალების წარმატებით შესრულებისათვის წარადგინეს გენერალ-ადიუტანტის თანამდებობაზე. 1730 გაუმწვავდა ურთიერთობა ანა ივანეს ასულის მომხრეებთან, რის გამოც მიესაჯა სიკვდილით დასჯა, რომელიც შემდეგ გადასახლებით შეუცვალეს, საიდანაც დაბრუნდა 1735. 1740 გაგზავნილ იქნა ელჩად კონსტანტინოპოლში, სადაც 1741 წლის 27.VIII ხელი მოაწერა კონვენციას, რომლის თანახმად თურქეთი ვალდებულებას კისრულობდა, ეღიარებინა რუსეთის მეფის იმპერატორის ტიტული. 1742 დაინიშნა რწმუნებულად შვედეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების საწარმოებლად, 1744 დაბრუნდა პეტერბურგში, რის შემდეგაც დიპლომატიურ მოღვაწეობას აღარ ეწეოდა.