რწმუნების სიგელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:15, 2 ოქტომბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რწმუნების სიგელი – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ამა თუ იმ პირის წარგზავნას უცხო სახელმწიფოში დიპლომატიურ წარმომადგენლად. წარმგზავნი სახელმწიფოს მეთაურის მიერ ხელმოწერილი რწმუნების სიგელი ეძლევა ელჩად ან დესპანად დანიშნულ პირს და მიმართულია დანიშნულების ადგილის სახელმწიფოს მეთაურისადმი. იგი შეიძლება მიეცეს სპეციალური დელეგაციის ხელმძღვანელსაც.

რწმუნების სიგელში აღნიშნულია დანიშნული პირის ვინაობა და დიპლომატიური რანგი, იგი შეიცავს წარმგზავნი სახელმწიფოს მეთაურის თხოვნას, რათა მიმღები სახელმწიფოს მეთაურმა ირწმუნოს ყოველი, რასაც დიპლომატიური წარმომადგენელი განაცხადებს ან მოიმოქმედებს თავისი სახელმწიფოს სახელით. რწმუნების სიგელის წარმომადგენელი აბარებს მიმღები სახელმწიფოს მეთაურს მის რეზიდენციაში, წარმომადგენელს თან ახლავს თავისი საელჩოს (მისიის) დიპლომატიური პერსონალი. რწმუნების სიგელის ჩაბარებით სრულდება აკრედიტების პროცესი. ჩაბარების ცერემონიალი ითვალისწინებს, რომ დიპლომატიურმა წარმომადგენელმა და მიმღები სახელმწიფოს მეთაურმა სიტყვებით მიმართონ ერთმანეთს.

რწმუნების სიგელი ძალას კარგავს და განახლებას საჭიროებს, თუ წარმგზავნ ან მიმღებ სახელმწიფოში შეიცვალა სახელმწიფოს მეთაური ან მმართველობის ფორმა, აგრეთვე, როცა იცვლება აკრედიტებული დიპლომატის რანგი.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები