სააკაძე იორამ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:27, 2 ოქტომბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
იორამ სააკაძე – (გ. 1669), გიორგი სააკაძის მესამე ვაჟი. ბაზალეთის ომის შემდეგ მასთან ერთად ოსმალეთში გადაიხვეწა. სამშობლოში დაბრუნდა XVII საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს. ერთხანს ცხოვრობდა იმერეთში. ქართლში დაბრუნდა როსტომ I-ის მოწვევით. როსტომმა იორამს დაუბრუნა მამის სამფლობელო და თარხნობა უბოძა, აქტიურად თანამშრომლობდა ვახტანგ V-თანაც. 1663 ვახტანგმა იორამი დიპლომატიური მისიით გაგზავნა იმერეთში, სადაც მან ხელი შეუწყო ბაგრატ IV-ის გამეფებას. გარდაიცვალა იმერეთში.