საბჭოთა კავშირ-ამერიკის შეთანხმება ბირთვული ომის თავიდან აცილების შესახებ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:08, 2 ოქტომბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საბჭოთა კავშირ-ამერიკის შეთანხმება ბირთვული ომის თავიდან აცილების შესახებ – ხელი მოეწერა ვაშინგტონში 1973 წლის 22 ივნისს, დაიდო განუსაზღვრელი ვადით. შეთანხმებაში აღინიშნა, რომ მხარეთა მიზანია, თავიდან აიცილონ ბირთვული იარაღის გამოყენება, მხარეთა შორის ურთიერთობის გამწვავება, სამხედრო კონფრონტაცია თითოეულ მხარესა და სხვა ქვეყნებს შორის. ისეთ შემთხვევებში, როდესაც საფრთხე შეექმნება საერთაშორისო მშვიდობას, მხარეები დაუყოვნებლივ გამართავენ კონსულტაციებს და ყველაფერს იღონებენ საფრთხის თავიდან ასაცილებლად.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები