საერთაშორისო დიპლომატიური აკადემია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საერთაშორისო დიპლომატიური აკადემიასაერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, შეიქმნა პარიზში 1926.

აკადემიის მიზანია შესაბამისი პირობების შექმნა საერთაშორისო პრობლემების ერთობლივი კვლევის ჩატარებისათვის სხვადასხვა სახელმწიფოების დიპლომატიური სამსახურების თანამშრომელთა მიერ. წევრის სტატუსი ენიჭება მთავრობის მეთაურებს, საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელებს, ელჩებსა და დესპანებს.

აკადემიას ხელმძღვანელობს გენერალური მდივანი და აღმასრულებელი კომიტეტი. ბიუჯეტი შედგება წევრი ქვეყნების ყოველწლიური შენატანებისგან. აკადემია ატარებს ყოველთვიურ პლენარულ სესიას, სადაც განიხილება სხვადასხვა საერთაშორისო პრობლემები; გამოსცემს დიპლომატიურ ლექსიკონს; აქვეყნებს ცნობებს პლენარული სესიების შესახებ, იკვლევს საერთაშორისო პირობებს.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები