საუკუნო ზავი 532

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:57, 3 ოქტომბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საუკუნო ზავი 532 – დაიდო 532 წლის 1 აპრილს ბიზანტიის იმპერიასა და ირანის სახელმწიფოს შორის. ამ ზავით მოპირისპირე მხარეები შეთანხმდნენ: ომში წართმეულ ადგილებს დაუბრუნებდნენ ერთმანეთს. არც ერთი მხარე არ ჩააყენებდა ჯარის ნაწილებს ქალაქ დარაში. იბერებს (ქართველებს, რომლებიც ქართლის მეფე გურგენს წაჰყვნენ ბიზანტიაში 523) ნება მიეცათ, მოქცეულიყვნენ ისე, როგორც სურდათ – დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში ან დარჩენილიყვნენ ბიზანტიაში. ამ ზავით ირანელებმა ბიზანტიელებისგან მიიღეს ფრანგიონის და ბოლინის სიმაგრეები პერსარმენიაში. ხოლო ირანელებმა სამაგიეროდ ბიზანტიელებს დაუბრუნეს სკანდა, შორაპანი და სხვა სიმაგრეები ეგრისში (ლაზიკაში), აგრეთვე ირანელებმა ბიზანტიელებისაგან მიიღეს ას ათი კენდინარი, ანუ II ათასი ლიტრი ოქრო (დაახლოებით ხუთი მილიონი ოქროს მანეთი).


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები