ჰაველი ვაცლავ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:33, 4 ოქტომბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ვაცლავ ჰაველი – (ჩეხ. Václav Havel, დ. 5 ოქტომბერი, 1936 — გ. 18 დეკემბერი, 2011), ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი.
დაამთავრა ტექნოლოგიური კოლეჯი პრაღაში 1957, სამუსიკო ხელოვნების აკადემია პრაღაში – 1966; საპატიო ხარისხი მიიღო იორკის (ტორონტო) უნივერსიტეტში 1882. მიენიჭა დოქტორის წოდება (Honoris causa) ტულუზის 1982 (საფრანგეთი), ლიონის 1984 (საფრანგეთი), ნიუ-იორკის კოლუმბიის 1990, იერუსალიმის 1990, ბრიუსელის 1991 უნივერსიტეტებში. მუშაობდა: ტექნიკური ქიმიის ლაბორატორიაში 1959-60; 1968 იყო მწერალია კლუბის თავმჯდომარე; უპარტიოთა კლუბის წევრი. დაპატიმრებული იყო ოთხჯერ (1977-89). ხუთი წელი გაატარა ციხეში. 1989-1992 – ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი.