საქართველოსა და კანადის მთავრობებს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის დეკლარაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:22, 7 ოქტომბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქართველოსა და კანადის მთავრობებს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის დეკლარაცია – ხელმოწერილია 10.III.1994. ძალაშია ხელმოწერის დღიდან, შესრულებულია ქ. ოტავაში, შედგება 7 პუნქტისაგან.

მხარეებს გადაწყვეტილი აქეთ, განავითარონ თავიანთი თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების, განსაკუთრებით გაეროსა და ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირის, საერთაშორისო ურთიერთობებში ამ ორგანიზაციების მნიშვნელობისა და ადგილის გაზრდის მიზნით, მხარეები დარწმუნებულნი არიან, რომ გაეროს ეგიდით 1993 წლის ნოემბერში ჟენევაში დაწყებული სამშვიდობო პროცესი წარმოადგენს სასიცოცხლო ნაბიჯს აფხაზეთში. (საქართველოს რესპუბლიკა) კონფლიქტის სამართლიანი და სტაბილური მოგვარების მიღწევისათვის. მხარეები მიესალმებიან ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის მონაწილეებს და გმობენ სისხლის ღვრასა და ძალადობის გამოვლინებას, კანადა გამოხატავს თავის დიდ შეშფოთებას 300 ათასი ლტოლვილის გამო, რომლებიც გამოძევებულ იქნენ საკუთარი სახლებიდან საქართველოში კონფლიქტების შედეგად. საქართველოს რესპუბლიკა მიესალმება დამატებითი ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფას კანადის მხრიდან, სახელმწიფოს მეთაურის ე. შევარდნაძის ოტავაში ვიზიტის დროს.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები