სახელმწიფოები, რომელთაც არა აქეთ გასასვლელი ზღვაზე
სახელმწიფოები, რომელთაც არა აქეთ გასასვლელი ზღვაზე – (შიდაკონტინენტური სახელმწიფოები), სახელმწიფოები, რომლებსაც არ გააჩნიათ საზღვაო სანაპირო იმის გამო, რომ მათი ტერიტორია მთლიანად გარშემორტყმულია ერთი ან რამდენიმე სახელმწიფოს ტერიტორიით. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების თანახმად (ჟენევის კონვენციები საზღვაო სამართლის შესახებ 1958 და გაეროს საზღვაო სამართლის კონვენციები 1952), ამგვარ სახელმწიფოებს მსოფლიო ოკეანით სარგებლობის ისეთივე უფლება გააჩნიათ. როგორც სახელმწიფოებს, რომელთაც აქვთ ზღვაზე გასასვლელი. ამ მიზნის, შიდაკონტინენტერი სახელმწიფოები ზღვით გარშემორტყმულ სახელმწიფოებში სარგებლობენ თავისუფალი ტრანზიტის უფლებით, რომელიც შეეხება ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებას. თავისუფალი ტრანზიტის წესი და პირობები უნდა იყოს შეთანხმებული შესაბამის სახელმწიფოსთან. სახელმწიფოებმა, რომლებზეც გადის ტრანზიტი, უნდა მიიღონ ზომები, რათა არ მოხდეს მათი კანონიერი ინტერესების შელახვა. გემები, რომლებიც დაცურავენ შიდაკონტინენტური სახელმწიფოების დროშით, საზღვაო ნავსადგურებში სარგებლობენ ისეთივე რეჟიმით, როგორც სხვა უცხო გემები.