სახელმწიფო მდივანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:17, 7 ოქტომბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სახელმწიფო მდივანი – აშშ-ის თანამდებობის პირი, რომელიც შეესაბამება საგარეო საქმეთა მინისტრს, მას პასუხისმგებლობა ეკისრება პრეზიდენტის წინაშე აშშ-ის საგარეო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელებისათვის. ოფიციალურად წარმოადგენს პრეზიდენტის მთავარ საგარეო-პოლიტიკურ მრჩეველს, ხელმძღვანელობს სახელმწიფო დეპარტამენტის მუშაობას. შედის აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოში.