სირია-ისრაელის შეთანხმება 1974

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:09, 7 ოქტომბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სირია-ისრაელის შეთანხმება 1974 – (გოლანის მაღლობებზე ჯარების დაშორიშორების თაობაზე), ხელმოწერილ იქნა 31.V. ჟენევაში სამხედრო სამუშაო ჯგუფის (რომელიც მონაწილეობდა [ჟენევის საზავო კონფერენცია ახლო აღმოსავლეთის შესახებ 1973-74|ჟენევის სამშვიდობო კონფერენციაში ახლო აღმოსავლეთის შესახებ 1973-74]]. სხდომაზე, შეთანხმების თანახმად, მხარეებმა იკისრეს ვალდებულება, დაეცვათ ცეცხლის შეწყვეტა და თავი შეეკავებინათ ერთმანეთის წინააღმდეგ საომარი მოქმედებებისგან. შეთანხმება ითვალისწინებდა ისრაელის ჯარების გაყვანას სირიის იმ ტერიტორიებიდან. რომლებიც ხელთ იგდო 1973 და აგრეთვე ნაწილობრივ იმ ტერიტორიიდანაც, რომლებიც დაიპყრო 1967 წლის ივნისის ექვსდღიან ომში, სამხედრო ტყვეების დაუყოვნებლივ გაცვლას და 2-6 კმ სიგანის დემილიტარიზებული (ბუფერული) ზონის შექმნას სირიის სამოქალაქო ადმინისტრაციის მმართველობაში, სადაც განლაგდებოდნენ გაეროს მეთვალყურეები.

სირიის და ისრაელის ჯარების დაშორიშორება მოხდა 6-26.VI. 1974. ისრაელის ჯარებმა დატოვეს სირიის მთელი ის ტერიტორია (551 კვ.კმ), რომელიც ხელთ იგდეს არაბეთ-ისრაელის ომის (1973) დროს (551 კვ.კმ) და ტერიტორია ფართობით 112 კე.კმ (გოლანის მაღლობების ადმინისტრაციული ცენტრის ქ. კუნეიტრას ჩათვლი) იმ 1100 კვ.კმ-დან, რომელიც დაიპყრეს 1967 წლის ივნისში.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები