სისტოვის საზავო ხელშეკრულება 1791

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:13, 7 ოქტომბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სისტოვის საზავო ხელშეკრულება 1791სეპარატული ზავი ავსტრიასა და თურქეთს შორის. ხელი მოაწერეს 4.VIII სისტოვში (ბულგარეთი) რუსეთ-თურქეთის 1787-91 ომის მიმდინარეობის დროს, რომელშიც ავსტრია რუსეთ-ავსტრიის სამოკავშირეო ხელშეკრულებით (1781) მონაწილეობდა რუსეთის მხარეზე.

ხელშეკრულება დაიდო დიდი ბრიტანეთისა და პრუსიის ზეწოლით, რომლებიც, ერთი მხრივ, დაინტერესებულნი იყვნენ რუსეთის დასუსტებით, ხოლო მეორე მხრივ, ავსტრიის მონაწილეობით კონტრრევოლუციურ კოალიციაში საფრანგეთის წინააღმდეგ. ხელშეკრულებით ავსტრია თურქეთს უბრუნებდა ყველა დაპყრობილ მიწას სიმაგრე სოტინის გარდა, რომელსაც, როგორიც ჰპირდებოდა, დაუბრუნებდა რუსეთ-თურქეთის ზავის შემდეგ. ერთდროულად მხარეებს შორის დაიდო კონვენცია, რომლის მიხედვით ავსტრიის ხელში გადადიოდა ძველი ორსოვა და მდ. უნის ზემო დინებაზე მცირე ტერიტორია. ავსტრია პირობას დებდა ამ ტერიტორიაზე არასოდეს არ აეშენებინა სიმაგრეები.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები