ტურე აჰედ სეკუ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:32, 8 ოქტომბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აჰედ სეკუ ტურე – (ფრანგ. Ahmed Sékou Touré; 9 იანვარი 1922 – 26 მარტი 1984), გვინეის რესპუბლიკის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. აფრიკის დემოკრატიული გაერთიანების (1946) ერთ-ერთი დამაარსებელი.
1952-დან – გვინეის დემოკრატიული პარტიის (დაარსდა 1947) გენერალური მდივანი;
1956-58 – საფრანგეთის ეროვნული კრების დეპუტატი. დამოუკიდებელი გვინეის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი (1958-84);
1958-72 – იმავდროულად მთავრობის მეთაური.
ავტორია მრავალი შრომისა აფრიკის ხალხების დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის საკითხებზე.