უბირთვო ზონები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:04, 8 ოქტომბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უბირთვო ზონები – ზონები, რომლებიც თავისუფალია ბირთვული იარაღისაგან. მათი შექმნა ამცირებს ბირთვული კონფლიქტის აღმოცენების შესაძლებლობას, განამტკიცებს ამ ზონებში შემავალი ქვეყნების უშიშროებას, ხელს უწყობს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების (1968) მიზნების რეალიზაციას.

უბირთვო ზონების შექმნისას ბირთვული სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას, არ გადასცენ ამ ზონის მონაწილეებს ბირთვული იარაღი და მასზე კონტროლი, არ დაეხმარონ მათ ბირთვული იარაღის შეძენაში. არ განალაგონ ამ ზონებში ბირთვული იარაღი. უარი ითქვას ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ან გამოყენების მუქარაზე ზონის მონაწილე ქვეყნების წინააღმდეგ. ნებისმიერმა შეთანხმებამ უბირთვო ზონების შექმნის შესახებ უნდა უზრუნველყოს ბირთვული იარაღის სრული და უპირობო აკრძალვა ზონის ტერიტორიაზე. უნდა დაადგინოს უბირთვო ზონების საზღვრები საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებით, მათს შორის ღია ზღვასა და სრუტეებში თავისუფალი ნაოსნობის პრინციპის გათვალისწინებით. გაითვალისწინოს მოცემული რაიონის სპეციფიკა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები