უოტერგეიტის სკანდალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:42, 8 ოქტომბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უოტერგეიტის სკანდალი – (ინგლ. The Watergate scandal), პოლიტიკური სკანდალი, რომელსაც ადგილი ჰქონდა აშშ-ში 1973-74.

„უოტერგეიტის სკანდალს” დასაბამი მისცა პოლიციის მიერ 17.II.1972 ბოროტმოქმედთა დაკავებამ, რომლებიც შესულნი იყვნენ აშშ-ის დემოკრატიული პარტიის შტაბ-ბინაში. იგი მდებარეობდა ქ. ვაშინგტონში, ადმინისტრაციულ-საცხოვრებელ კომპლექსში სახელწოდებით უოტერგეიტი. გამოძიების პროცესში დადგინდა, რომ დაკავებული პირები შედიოდნენ თეთრი სახლის მიერ შექმნილ ჯგუფში, რომელიც ახორციელებდა საიდუმლო ოპერაციებს დემოკრატიული პარტიის – მოსალოდნელ საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტ რ. ნიქსონის კონკურენტების წინააღმდეგ. ნიქსონის ცდები, მიეჩქმალა უოტერგეიტის საქმე, ამაო აღმოჩნდა. სასამართლო პროცესზე, რომელიც რამდენიმე თვეს გაგრძელდა, გამოაშკარავდა თეთრი სახლის ისეთი უკანონო საქმეები, როგორიც იყო გამოძიების ფედერალური ბიუროსა და დაზვერვის ცენტრალური სამმართველოების, აგრეთვე სხვა საიდუმლო სამსახურების გამოყენება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლაში, პოლიტიკური შპიონაჟის გამოყენება, არჩევნებისთვის გამოყოფილი ფულადი სახსრების მითვისება და ა.შ. გაირკვა, რომ მრავალი უკანონო ქმედების ინიციატორი თვით პრეზიდენტი ნიქსონი იყო, აშშ-ის მმართველმა წრეებმა ყველაფერი იღონეს, რათა შეერბილებინათ „უოტერგეიტის საქმის“ ნეგატიური გავლენა აშშ-ის პოლიტიკურ ცხოვრებასა და საზოგადოებრივ აზრზე. 1974-75 პრეზიდენტის უახლოესი თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ სკანდალში, გაასამართლეს და სხვადასხვა ვადით ჩასვეს ციხეში. 1974 წლის 9 აგვისტოს იმპიჩმენტის შიშით ნიქსონი გადადგა პრეზიდენტის თანამდებობიდან. 1974 წლის 8 სექტემბერს, პრეზიდენტ ჯ. ფორდის ბრძანებულებით, ნიქსონს აპატიეს დანაშაული.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები