ფადლონ I

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:32, 8 ოქტომბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფადლონ I (ფადლ იბნ მუჰამადი), განძის ამირა 985-1031. შედადიანთა საგვარეულოს წარმომადგენელი.

დიდი წვლილი მიუძღვის შედადიანთა საგვარეულოს არანში (ოლქი აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში, მდებარეობს მტკვარსა და არაქსს შორის) დამკვიდრების საქმეში. 971 მისი უშუალო მონაწილეობით შედადიანებმა განძა ჩაიგდეს ხელში. ფადლ იბნ მუჰამადის მმართველობის დროს შედადიანთა სახელმწიფო გაფართოვდა და განმტკიცდა. ის ხშირად ებრძოდა მუსლიმან თუ ქრისტიან მეზობელ პოლიტიკურ ერთეულებს, რამდენჯერმე ილაშქრა აღმოსავლეთ საქართველოში. მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია. 1010-1014 საქართველოს მეფის ბაგრატ III-ის ინიციატივით შედგა კოალიციური ლაშქარი განძის ამირას წინააღმდეგ. ლაშქრობა განძაზე მოკავშირეთა გამარჯვებით დამთავრდა, ფადლონ I-მა წერილობით გააფორმა თავისი ვალდებულებები ბაგრატ III-ის წინაშე. ფადლონ I-ის წინააღმდეგ ლაშქრობა მოაწყო ასევე ბაგრატ IV-მაც თავისი მეფობის დასაწყისში.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები